ფაბრიციომაც დაადასტურა! მბაპემ პსჟ-ს უთხრა, რომ კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს
ინფორმაციას კილიან მბაპეს თაობაზე ფაბრიციო რომანოც ადასტურებს.
ცნობილი ჟურნალისტის ინფორმაციით, ფრანგმა ფეხბურთელმა „პარი სენ-ჟერმენს“ შეატყობინა, რომ კონტრაქტის 2025 წლამდე გახანგრძლივებას არ აპირებს.
პარიზელების პოზიცია ძალიან კატეგორიულია: ის ან გუნდთან კონტრაქტს ახლავე გაახანგრძლივებს, ან ამ ზაფხულსვე გაიყიდება.
„პსჟ-ს“ კატეგორიულად არ სურს მბაპეს მომდევნო ზაფხულს უფასოდ დაკარგვა და ამის თავიდან ასარიდებლად ყველაფერს გააკეთებს.
ყველაფერი იქით მიდის, რომ მბაპეს ამ ზაფხულსვე „პსჟ-დან“ აბარგება სავსებით რეალური ხდება.