ავტორიზაცია

კილიან მბაპემ ფლორენტინო პერესს ბოდიში მოუხადა

კილიან მბაპემ ფლორენტინო პერესს ბოდიში მოუხადა
თარიღი 13 Jun 2023, 13:30
"პსჟ"-ს თავდამსხმელმა კილიან მბაპემ "რეალის" პრეზიდენტს, ფლორენტინო პერესს ერთი წლის წინ მომხდარის გამო ბოდიში მოუხადა. ამის შესახებ "სამეფო კლუბთან" დაახლოებული ჟურნალისტი მარიო კორტეიანა იუწყება.

წყარო აღნიშნავს: მბაპე ნანობს, რომ ერთი წლის წინ უარი თქვა მადრიდის "რეალში" თავისუფალი აგენტის სტატუსით გადასვლაზე და გადაწყვიტა "პსჟ"-სთან კონტრაქტი გაეხანგრძლივებინა. 

გუშინ საღამოს ცნობილი გახდა, რომ კილიანმა პარიზელების ხელმძღვანელობას წერილი გაუგზავნა, რომელშიც ნათლად აცხადებდა, რომ "პსჟ"-სთან კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს. 

აქედან გამომდინარე "პსჟ"-ს ფეხბურთელის გაყიდვა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაში სურს.