პსჟ-ს და რეალს შორის მოლაპარაკებები დაიწყო - რამდენ მილიონს მოითხოვენ პარიზელები მბაპეს სანაცვლოდ?
"პარი სენ-ჟერმენმა" და მადრიდის "რეალმა" თავდამსხმელი კილიან მბაპეს ტრანსფერზე მოლაპარაკებები დაიწყეს. ამის შესახებ PSG Community-ის სოციალური ქსელი იტყობინება.
წყაროს ცნობით, პარიზული გუნდის მფლობელებს არ სურთ 24 წლის ვარსკვლავის უფასოდ დაკარგვა, ამიტომ ისინი თავად დაუკავშირდნენ "სამეფო კლუბის" პრეზიდენტს ფლორენტინო პერესს, რათა ამ ზაფხულს პოტენციური ტრანსფერის დეტალები განეხილათ.

ამასთან, საფრანგეთის ჩემპიონი მბაპეს 200 მილიონ ევროზე ნაკლებ ფასად გაშვებას არ გეგმავს.