მადრიდის რეალს მბაპესთვის ბრძოლაში პრემიერ ლიგის ორი გუნდი დაუპირისპირდება
"პსჟ"-ს თავდამსხმელი კილიან მბაპე კიდევ ერთი ევროპული ტოპ-კლუბის ინტერესების სფეროში მოექცა, ამის შესახებ The Times-მა შეიტყო.
24 წლის ფრანგი ვარსკვლავის ტრანსფერისთვის ბრძოლას მანჩესტერ "იუნაიტედი" შეუერთდა. "წითელი ეშმაკების" ხელმძღვანელობა მზადაა თავდამსხმელის დასამატებლად მადრიდის "რეალთან" და ლონდონის "ჩელსიმთან" ერთად იბრძოლოს.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ მბაპემ უარი თქვა "პსჟ"-სთან 2025 წლამდე კონტრაქტის გაგრძელებაზე. ამასთან დაკავშირებით, პარიზელებმა თავდამსხმელის გაყიდვა გადაწყვიტეს, რათა მომავალ ზაფხულს უფასოდ არ დაკარგონ.
კილიანის მოქმედი კონტრაქტი 2024 წლის ივნისის ბოლომდეა ძალაში. მისი სატრანსფერო ფასი 180 მილიონი ევროა.