ავტორიზაცია

ფაბრიციო რომანო: მბაპეს განცხადების შემდეგ პსჟ-ს პოზიცია უცვლელი რჩება

ფაბრიციო რომანო: მბაპეს განცხადების შემდეგ პსჟ-ს პოზიცია უცვლელი რჩება
თარიღი 13 Jun 2023, 18:05
"პსჟ" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაში კილიან მბაპეს გაყიდვას გეგმავს.

მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თავდამსხმელმა უახლოეს მომავალში მადრიდის "რეალში" გადასვლა გადაწყვიტა, თუმცა თავად ფეხბურთელმა აღიარა, რომ "პსჟ"-ში 2024 წლის ზაფხულამდე დარჩება.

ავტორიტეტული ინსაიდერის, ფაბრიციო რომანოს თქმით, მბაპეს სიტყვებს მომავალი სეზონის "პსჟ"-ში გატარების შესახებ გავლენა არ მოუხდენია კლუბის ხელმძღვანელობაზე.

წყარო აღნიშნავს, რომ საფრანგეთის ჩემპიონის მესვეურებს მკაფიო პოზიცია აქვთ: „განაახლე კონტრაქტი ან წადი ზაფხულში“.

შეგახსენებთ, რომ მბაპეს "პსჟ"-სთან კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულში ეწურება.