ავტორიზაცია

მბაპეს შესაძლო ხელფასი მადრიდის რეალში დასახელდა

მბაპეს შესაძლო ხელფასი მადრიდის რეალში დასახელდა
თარიღი 14 ივნ 2023, 11:25
მადრიდის "რეალი" "პარი სენ-ჟერმენის" თავდამსხმელის, კილიან მბაპეს შეძენას განიხილავს.

სამშაბათს ცნობილი გახდა "პსჟ"-ს განზრახვის შესახებ, გაეყიდა ფეხბურთელი მის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, არ განაახლოს კონტრაქტი, რომელიც კლუბთან 2024 წელს ეწურება. 

საფრანგეთის ნაკრების 24 წლის სუპერვარსკვლავის მთავარი პრეტენდენტი მადრიდის "რეალი" გახლავთ. 

Le Parisien-ის ცნობით, თავდამსხმელის ხელფასი "სამეფო კლუბში" შეიძლება იყოს დაახლოებით 25 მილიონი ევრო წელიწადში. ესპანურ გრანდს ტრანსფერი 200 მილიონი ევრო დაუჯდება.

კილიან მბაპემ საერთო ჯამში "პსჟ"-ს მაისურით 260 მატჩი ჩაატარა და 212 გოლი გაიტანა.