ჰოიბიერგმა შესაძლოა ტოტენჰემი დატოვოს
"ტოტენჰემის" ნახევარმცველმა პიერ-ემილ ჰოიბიერგმა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს შესაძლოა კლუბი შეიცვალოს.
დანიელს "სპურსთან" კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულში ეწურება და მხარეები ახალ კონტრაქტზე ჯერ არ შეთანხმებულან.

როგორც ჟურნალისტი ტომ ბარკლეი იუწყება, 27 წლის ნახევარმცველის მომავალი "ტოტენჰემში" გაურკვეველია. სავარაუდოა, რომ ფეხბურთელი ამ ზაფხულს გაიყიდება, თუ შეთავაზებები იქნება.
პიერ-ემილ ჰოიბიერგი ლონდონის გუნდში 2020 წლიდან თამაშობს. გასულ სეზონში მან "ტოტენჰემის" რიგებში 44 მატჩში ხუთი გოლი გაიტანა და შვიდი საგოლე გადაცემა გააკეთა.