ავტორიზაცია

ალვეში გაუპატიურების ბრალდებაზე: "ჩემი სიმართლე დამტკიცდება"

ალვეში გაუპატიურების ბრალდებაზე: "ჩემი სიმართლე დამტკიცდება"
თარიღი 14 Jun 2023, 13:26
ბრაზილიის ნაკრებისა და კატალონიური "ბარსელონას" ყოფილმა მცველმა დანი ალვეშმა მის მიმართ ბრალდებებზე ისაუბრა. ფეხბურთელი გაუპატიურებაშია ეჭვმიტანილი.

"მხოლოდ ორმა ადამიანმა იცის, რა მოხდა და რა არა. მე სიმართლეს ვლაპარაკობ. ჩემი სიმართლე დამტკიცდება. ეს იყო ნებაყოფლობითი ურთიერთობა, არასდროს მომსვლია თავში აზრად, ვინმე სქესობრივ აქტზე ძალით დამეყოლიებინა, როგორც ამას აცხადებენ", - ამნობს ალვეში.

ალვესი იანვრიდან გისოსებს მიღმაა გოგონას გაუპატიურებაში ეჭვმიტანილი. ვარსკვლავურ მოთამაშეს 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.