მიქაუტაძის ტრანსფერით სერია A-ს კიდევ ერთი გრანდი ინტერესდება
იტალიელმა ჟურნალისტმა ჯოვანი ალბანეზემ, რომელიც Gazzetta Dello Sport-ში ტურინის "იუვენტუსს" აშუქებს, საკუთარ YouTube არხზე გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ის ამტკიცებს, რომ "იუვენტუსი" გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერით ინტერესდება.
ალბანეზე ამბობს, რომ "ბებერი ქალბატონი" მიქაუტაძეს აქტიურად აკვირდება, მაგრამ ტრანსფერის განსახორციელებლად ტურუნულ კლუბს "მილანის" დამარცხება მოუწევს, რომელმაც მოლაპარაკებები უკვე დაიწყო.
ჟურნალისტის თქმით, 22 წლის ფორვარდის ფასი 6-დან 12 მილიონ ევრომდეა.
შეგახსენებთ, რომ დასრულებულ სეზონში მიქაუტაძე ლიგა 2-ის საუკეთესო ბომბარდირი და ფეხბურთელი გახდა.