ავტორიზაცია

ბელინგემი მადრიდის რეალის ისტორიაში მეექვსე ინგლისელი ფეხბურთელია

ბელინგემი მადრიდის რეალის ისტორიაში მეექვსე ინგლისელი ფეხბურთელია
თარიღი 14 ივნ 2023, 16:01
19 წლის ნახევარმცველი ჯუდ ბელინგემი მადრიდის "რეალის" ისტორიაში მეექვსე ინგლისელი ფეხბურთელია, ამის შესახებ Opta იტყობინება.

დღეს, 14 ივნისს, მადრიდულმა კლუბმა ნახევარმცველის ტრანსფერი ოფიციალურად გამოაცხადა.

მანამდე მადრიდული კლუბში შემდეგი მოთამაშეები თამაშობდნენ: ლორი კანინგემი, სტივ მაკმანამანი, დევიდ ბექჰემი, მაიკლ ოუენი, ჯონათან ვუდგეიტი.

ინგლისელთან ხელშეკრულება 2029 წლის ზაფხულამდეა გათვლილი. 15 ივნისს ფეხბურთელს მადრიდის "რეალის" ფეხბურთელად წარადგენენ. 

2022/23 წლების სეზონში ბელინგემმა ყველა ტურნირზე 42 მატჩი ჩაატარა,  14 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა გააკეთა.