ავტორიზაცია

Transfermarkt-მა რუსეთის პრემიერ ლიგაში ფასები განაახლა - ლუკა გაგნიძის სატრანსფერო ღირებულება გაიზარდა

Transfermarkt-მა რუსეთის პრემიერ ლიგაში ფასები განაახლა - ლუკა გაგნიძის სატრანსფერო ღირებულება გაიზარდა
თარიღი 14 ივნ 2023, 16:28
ავტორიტეტულმა გერმანულმა სააგენტომ Transfermarkt-მა რუსეთის პრემიერ ლიგაში მოსაპარეზე ფეხბურთელთა ფასები განაახლა.

ცვლილებები საქართველოს ნაკრების და მოსკოვის "დინამოს" ნახევარმცველს ლუკა გაგნიძესაც შეეხო. 

20 წლის ნახევარმცველის სატრანსფერო ღირებულება 1.5-დან 2.0 მილიონ ევრომდე გაიზარდა. 

საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის "დინამოს" 21 წლის ცენტრალური მცველის საბა საზონოვის ფასი კვლავ 2.5 მილიონს შეადგენს. 

ხოლო, ეკატერინბურგის "ურალის" 19 წლის ნახევარმცველის ლუკა წულუკიძის ფასმა 50 000-ით იმატა და 100 000 ევროს შეადგენს.