ოფიციალურად: ჯეიმს მილნერი ბრაიტონში ითამაშებს
ჯეიმს მილნერი "ლივერპულთან" კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ "ბრაიტონში" ითამაშებს. ინფორმაცია "მერსესაიდულმა" კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა.
კლუბთან, რომელმაც გასულ სეზონში პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილი დაიკავა, მილნერი 1+1 კონტრაქტს მოაწერა ხელი.
მილნერი ბოლო 8 წლის განმავლობაში "ლივერპულში" თამაშობდა. ამ დროის განმავლობაში მან მოიგო პრემიერ ლიგა, ჩემპიონთა ლიგა, ინგლისის თასი, ევროპის სუპერთასი და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი.
619 მატჩით, მილნერი პრემიერ ლიგაში ჩატარებული მატჩების მხრივ მესამე ადგილზეა. წინ მხოლოდ გარეტ ბარი (652) და რაიან გიგსი (632) არიან.