მანჩესტერ იუნაიტედმა ჰარი კეინის შეძენაზე საბოლოო უარი თქვა
„მანჩესტერ იუნაიტედი“ ამ ზაფხულს ჰარი კეინის შეძენას აღარ შეეცდება.
The Guardian-ის ინფორმაციით, მანკუნიანელებმა ინგლისელი ფორვარდის ტრანსფერზე უარის თქმა გადაწყვიტეს.
მთავარი მწვრთნელი ერიკ ტენ ჰაგი საბოლოო შედეგით იმედგაცრუებულია, რადგან მისთვის კეინი ერთ-ერთი მთავარი სატრანსფერო სამიზნე იყო. თუმცა, ნიდერლანდელი ხვდება, რომ კლუბი ვერ მოახერხებს ზედმეტად ბევრის გადახდას იმ ფეხბურთელში, რომელსაც მომდევნო ზაფხულს მოქმედ გუნდთან კონტრაქტი ეწურება.
გარდა ამისა, „ტოტენჰემის“ პრეზიდენტი, დანიელ ლევი, კეინის დატოვებასა და მასთან ახალი კონტრაქტის გაფორმებას იმედოვნებს, ამიტომ დათმობაზე არ მიდის და არც კონკურენტების რიგებში სურს თავისი ლიდერის გაშვება.
თუ რაიმე არ შეიცვალა, კეინის წაყვანა მომდევნო ზაფხულს „ტოტენჰემიდან“ სრულიად უფასოდ იქნება შესაძლებელი.