ნიუკასლმა ნიკოლო ბარელას ტრანსფერზე მუშაობა დაიწყო
„ნიუკასლმა“ „ინტერის“ ნახევარმცველის, ნიკოლო ბარელას ტრანსფერზე მუშაობა დაიწყო.
The Telegraph-ის ინფორმაციით, ბოლო რამდენიმე დღეა, „კაჭკაჭები“ იტალიელის შეძენაზე აქტიურად მუშაობენ. იწერება, რომ „ნიუკასლს“ ბარელას ტრანსფერისთვის დაახლოებით 50 მილიონი ფუნტი აქვს გადადებული.
იმ შემთხვევაში, თუ ეს ტრანსფერი შედგება, ბარელა „ნიუკასლის“ ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურტელი გახდება. კლუბში სჯერათ, რომ ეს შენაძენი სხვა ფეხბურთელებისთვის „ნიუკასლის“ მიმზიდველობის მაგალითი იქნება.
ჩემპიონთა ლიგაზე მონაწილეობის განაღდების შემდეგ, ხელმძღვანელობამ მიზნად ნახევარდაცვის გაძლიერება დაისახა. ბარელას გარდა, გუნდი „ლესტერის“ ნახევარმცველით, ჯეიმს მედისონითაც ინტერესდება.