რეალმა ჰავერცის თაობაზე მოლაპარაკებები სრულად შეაჩერა, სიტუაციით სხვა გუნდი სარგებლობს
ლონდონის ჩელსის შემტევს, კაი ჰავერცს ახალი მსურველი გსუჩნდა.
რამდენიმე კვირის წინ გერმანელ ფეხბურთელს აქტიურად უკავშირებდნენ მადრიდის რეალს, თუმცა ესპანურ გუნდს ინტერესი მას შემდეგ გაუნელდა, რაც ჩელსისგან ჰავერცის ფასი მოისმინა.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ჩელსის გერმანელის სანაცვლოდ 70-75 მილიონი ევროს მიღება სურს, რეალი კი ამ ეტაპზე 60-ს გადახდასაც არ აპირებს, რის გამოც მოლაპარაკებები კლუბებს შორის სრულიად შეჩერდა.
ამავდროულად, სიტუაციით ისარგებლა ლონდონის არსენალმა, რომელიც ხსენებული თანხის გადახდას ასევე არ აპირებს, მაგრამ თავად ფეხბურთელისგან მოისმინა დასტური, რომ მას "ემირეითსზე" გადაბარგება სურს.
უახლოეს პერიოდში, კლუბებს შორის მოლაპარაკებები უნდა დაიწყოს და ჩელსის ინტერესებში ფეხბურთელის გაყიდვა ნამდვილად შედის, რათა ფინანსურ ფეირ-პლეისთან პრობლემები არ შეექმნას.