"შეიძლება თქვენი პასპორტი ვნახო? ეს დაუჯერებელია", - ჟურნალისტი მოდრიჩს გაეხუმრა, ლუკამაც უპასუხა
ერთა ლიგის ნახევარფინალში, ნიდერლანდებთან მატჩში, ლუკა მოდრიჩმა მორიგი ბენეფისი შემოგვთავაზა.
37 წლის ნახევარმცველი ბურთს 118-ჯერ შეეხო, პასები 91.1% სიზუსტით დაარიგა, 8-ჯერ მოიგო ინდივიდუალური ორთაბრძოლა, 12-ჯერ მოახერხა ბურთის წარმატებით დაბრუნება, 3 საგოლე მომენტი შექმნა, 1 გოლი და 1 ასისტიც მიითვალა და დამსახურებულად, მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
თამაშის შემდეგ, ჟურნალისტი მოდრიჩს გაეხუმრა:
„შეიძლება, თქვენი პასპორტი შევამოწმო? იმიტომ რომ დაუჯერებელია, 37 წლის ფეხბურთელი 120 წუთი გაუჩერებლად დარბოდეს და ასე თამაშობდეს..."
ლუკამ ხუმრობა მოიწონა და ჟურნალისტს სიცილით უპასუხა: "შემიძლია, ინტერვიუს შემდეგ გაჩვენო, თუ გინდა."