კიმ მინ ჯესთვის ბრძოლაში ახალი ფავორიტი გამოიკვეთა
ზაფხულის სატრანსფერო დანჯატაზე "ნაპოლის" სამხრეთ კორეელი მცველის, კიმ მინ ჯეს ტრანსფერისთვის არაერთი ტოპ გუნდი იბრძვის.
ამასთან, ჟურნალისტი სანტი აუნა აღნიშნავს, რომ "ბაიერნი" უკვე აწარმოებს მოლაპარაკებებს 26 წლის მცველის აგენტთან. მიუნხენელები მზად არიან ფეხბურთელს ხელფასის სახით წელიწადში 10 მილიონი ევრო გადაუხადონ.
კორეელს აქტიურად უკავშირებდნენ მანჩესტერ "იუნაიტედს", მაგრამ ახლა ფეხბურთელისთვის ბრძოლაში ფავორიტი "ბაიერნი" გახდა.
როგორც ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო წერს, მიუნხენური გრანდი მზადაა კიმის ტრანსფერი გამოისყიდოს.
ზუსტად იმის თქმა, რა თანხაზეა საუბარი, შეუძლებელია – მონაცემები განსხვავებულია. ინსაიდერი ფლორიან პლეტენბერგი დიაპაზონს 50-დან 70 მილიონ ევრომდე ასახელებს.
ამასთან, ჟურნალისტი სანტი აუნა აღნიშნავს, რომ "ბაიერნი" უკვე აწარმოებს მოლაპარაკებებს 26 წლის მცველის აგენტთან. მიუნხენელები მზად არიან ფეხბურთელს ხელფასის სახით წელიწადში 10 მილიონი ევრო გადაუხადონ.