Transfermarkt-მა სერია A-ში ფასები განაახლა - როგორ გამოიყურება იტალიის ჩემპიონატის ტოპ 10 ძვირადღირებული მოთამაშის სია?
ავტორიტეტულმა გერმანულმა სააგენტომ Transfermarkt-მა სერია A-ში ფეხბურთელთა სატრანსფერო ფასები განაახლა.
"ნაპოლის" ნიგერიელმა ფორვარდმა ვიქტორ ოსიმენის ფადი 100-დან 120 მილიონ ევრომდე გაიზარდა და პირველი ადგილი კიდევ უფრო გაიმყარა.
"მილანის" პორტუგალიელი გარემარბის რაფაელ ლეაუს ფასი 10 მილიონით გაიზარდა და 90 მილიონი ევროს სატრანსფერო ღირებულებით მეორე ადგილს იკავებს.
სიაში მესამე ადგილს ლაუტარო მარტინესი და ხვიჩა კვარაცხელია იკავებენ. არგენტინელი თავდამსხმელის პროგრესმა ხუთი მილიონი შეადგინა, ხოლო კვარას ფასი უცვლელია და ასევე 85 მილიონს შეადგენს.
ტოპ 10 კი მთლიანობაში ასე გამოიყურება: