გავიცნოთ რუდი გარსია: რას წარმოადგენს მწვრთნელი, რომელმაც დღეს ხვიჩას ნაპოლი ოფიციალურად ჩაიბარა?
„ნაპოლიმ“ 59 წლის ფრანგი მწვრთნელის, რუდი გარსიას დანიშვნა ოფიციალურად დაადასტურა.
თანამდებობაზე გარსია ლუჩანო სპალეტის შეცვლის.
ქვემოთ შემოგთავაზებთ ინფორმაციას, რათა უკეთ გაეცნოთ, თუ რას წარმოადგენს რუდი გარსია და რისთვის მიუღწევია მწვრთნელის რანგში.
სამწვრთნელო კარიერა რუდიმ 1994 წელს დაიწყო და მისი უდიდესი ნაწილი საფრანგეთში აქვს გატარებული, სადაც სენტ-ეტიენი (2001), დიჟონი (2002-2007), ლე მანი (2007-08), ლილი (2008-2013) მარსელი (2016-19) და ლიონი (2019-2021) გაწვრთნა.
იტალიაში მუშაობა გარსიასთვის ახალი არ არის, 2013-2016 წლებში ის რომას მთავარი მწვრთნელი იყო.
რაც შეეხება მის უკანასკნელ სამუშაო ადგილს - ფრანგი ბოლოს რამდენიმე თვის წინ კრიშტიანუ რონალდუს „ალ ნასრს“ წვრთნიდა და გუნდი წარუმატებელი შედეგების გამო დატოვა.
რაც შეეხება მიღწევებს - ყველაზე დიდ წარმატებებს გარსიამ ლილთან ერთად მიაღწია, რომელთანაც 2010/11-წლებში ლიგა 1 და საფრანგეთის თასის მოგება მოახერხა.
მარსელთან ერთად 2017/18-სეზონში მან ევროპა ლიგის ფინალში შეძლო გასვლა, „ლიონი“ კი 2019/20-ში საფრანგეთის ლიგის თასის ფინალში გაიყვანა.
ინდივიდუალურ მიღწევებსაც გეტყვით - 2010/11-სეზონში ის ლიგა 1-ს წლის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა, 2011, 2013 და 2014 წლებში კი - წლის საუკეთესო ფრანგ სპეციალისტად.
მთლიანობაში, სამწვრთნელო კარიერაში რუდი გარსიამ 891 მატჩი ჩაატარა, რომლებშიც 430-ჯერ იმარჯვა, 242-ჯერ ფრე ითამაშა და 219 შეხვედრაში დამარცხდა. გამარჯვების პროცენტულობა კი არც ისე მაღალ 48.26-ს შეადგენს.
გამარჯვებების ყველაზე მაღალი პროცენტულობა გარსიას „ალ ნასრში“ ჰქონდა, რომელშიც ის მხოლოდ 26 მატჩით დატოვეს (69.23%), მან 18-ჯერ იმარჯვა, 5 ფრე ითამაშა და 3-ჯერ დამარცხდა.

და ბოლოს, თავისი ამ დრომდე ერთადერთი, მაგრამ 3-წლიანი იტალიური ვოიაჟი რუდი გარსიამ შემდეგი შედეგებით დაასრულა:
118 მატჩი, 61 მოგება, 35 ფრე, 22 მარცხი. გამარჯვებების პროცენტულობა 51.69%.