BREAKING: ბარსელონა კლუბის 49%-ის ყატარისთვის ან საუდის არაბეთისთვის მიყიდვაზე ფიქრობს
ყატარის ან საუდის არაბეთის ინვესტორები შესაძლოა „ბარსელონას" წილის მფლობელები გახდნენ.
El Chiringuito-ს ჟურნალისტის ხოსე ალვარესის ინფორმაციით, „ბლაუგრანამ" შესაძლოა მმართველობის ტრადიციული გზიდან გადაუხვიოს.
ამჟამად, „ბარსელონა" ფორმალურად არაკომერციული ორგანიზაციაა, რომელიც მთლიანად კლუბის წევრებს - სოსიოსებს ეკუთვნის.
იწერება, რომ კატალონიელები კლუბის აქციების 49%-ის კერძო საინვესტიციო ფონდზე გაყიდვას განიხილავენ, რათა ფინანსური პრობლემები მოაგვარონ.
ამისათვის, ჟოან ლაპორტა ბოლო კვირების მანძილზე საუდის არაბეთს ეწვია, ახლა კი ყატარში იმყოფება.
„კლუბი მმართველობის შერეული მოდელის ვარიანტს განიხილავს. ასეთ შემთხვვეაში, კლუბის წილის დიდი ნაწილი მაინც სოსიოსების საკუთრებაში დარჩება და გადამწყვეტ საკითხებში საბოლოო სიტყვაც მათზე იქნება.