მენიო მალდინის გათავისუფლების შემდეგ მილანის დატოვებას განიხილავს
"მილანის" ტექნიკური დირექტორის პაოლო მალდინის თანამდებობიდან გათავისუფლებით გუნდის მეკარე მაიკ მენიო ძალიან იმედგაცრუებული იყო.
L'Equipe-ის ინფორმაციით, ამ მოვლენის შემდეგ ფრანგმა პოზიციები გადაიხედა. ფეხბურთელი აღარ არის დარწმუნებული, რომ მისი მომავალი სტეფანო პიოლის გუნდს უნდა დაუკავშიროს.
მენიოს მიმართ სერიოზულ ინტერესს ინგლისის პრემიერ ლიგის გუნდები, მათ შორის ლონდონის "ჩელსი" იჩენს. საფრანგეთის ნაკრების მეკარემ შესაძლოა განიხილოს კლუბის შეცვლა, მაგრამ პოტენციურმა მყიდველმა ასევე უნდა დააკმაყოფილოს "მილანის" ფინანსური მოთხოვნები.