Transfermatkt-მა საფრანგეთის ჩემპიონატის ფასები განაახლა - მიქაუტაძე ლიგა 2-ის ფეხბურთელთა შორის საუკეთესოა
ავტორიტეტულმა გერმანულმა სააგენტომ Transfermarkt-მა საფრანგეთის ლიგა 2-ის დასრულებული სეზონის შემდეგ ფასები ბოლოჯერ განაახლა.
ცვლილებები 2022/23 წლების სეზონში ლიგა 2-ში მოასპარეზე ქართველ ფეხბურთელებსაც შეეხოთ.
"მეცის" ფორვარდის გიორგი მიქაუტაძის სატრანსფერო ღირებულება 6-დან 10 მილიონ ევრომდე გაიზარდა და ის უკვე საფრანგეთის რანგით მეორე დივიზიონის ყველაზე ძვირადთირებული მოთამაშეა.
ასევე, 500 000-ით გაიზარდა "ბორდოს" ნახევარმცველის ზურიკო დავითაშვილის ფასი, რომელიც ამჟამად 2.5 მილიონ ევროს შეადგენს.