როცა ქართველი უფრო მეტია - რა ხდება ლარნაკაში საქართველოს ნაკრების მატჩის დღეს?
დღეს გაიმართება ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი კვიპროსისა და საქართველოს ნაკრებებს შორის.
GOAL.GE კვიპროსშია და მატჩის წინა და მატჩის შემდგომ პერიპეტიებს აქტიურად დაგანახებთ.
მატჩამდე ერთი დღით ადრე და მატჩის წინ, ლარნაკას ქუჩებში საფეხბურთო ატმოსფერო ნაკლებად იგრძნობა, თუ ვინმე ამას ქმნის, პირველ რიგში ქართველია.
დიახ, ყოველი ფეხის ნაბიჯზე შევხვდებით ქართველს, რომელიც სპეციალურად თამაშისთვისაა ჩამოსული. ტრადიციულად, ნაკრებს ქართველი სპორტის ქომაგების ჩამოყვნენ.
არიან ისეთი ქართველებიც, ვინც აქ ან კვიპროსის სხვა ქალაქში წლებია ცხოვრობენ და მატჩს ისინიც დაესწრებიან. კვიპროსელები კი სანაკრებო თამაშებზე არც თუ ისე ხშირად დადიან ხოლმე და ალბათ, დღესაც ასე იქნება.
შეიძლება თამამად ვთქვათ, რომ სტადიონზე ქართველი უფრო მეტი იქნება, ვიდრე კვიპროსელი. თუ რაოდენობრივად არა, ატმოსფეროთი მაინც.