ბეშიქთაში ბარსელონას ოთხი ფეხბურთელითაა დაინტერესებული
"ბარსელონას" რამდენიმე ფეხბურთელს შესაძლოა თურქულ "ბეშიქთაშში" წავიდნენ.
Relevo-ს ცნობით, თურქული კლუბის სპორტული დირექტორი ჯეიჰუნ კაზანჩი შეხვდა "ბლაუგრანას" მენეჯმენტს, რათა განეხილათ მცველი სამუელ უმტიტის, თავდამსხმელი ალექს კოლადოს და მცველი სერჯინო დესტი პოტენციური ტრანსფერი.
ასევე აღნიშნულია, რომ "ბეშიქთაში" ნახევარმცველი ფრანკ კესიით არის დაინტერესებული, მაგრამ 26 წლის ფეხბურთელს მაღალი ანაზღაურების და "ბარსელონაში" დარჩენის სურვილის გამო ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს ტრანსფერი განხორციელდეს.
თურქეთის ჩემპიონატის ბოლო გათამაშების შედეგებით, "ბეშიქთაშმა" სატურნირო ცხრილში მესამე ადგილი დაიკავა.