"ჩემი აგენტი აწარმოებს მოლაპარაკებებს", - უსმან დემბელე საკუთარ მომავალზე
უსმან დემბელემ დაადასტურა, რომ ბარსელონაში აპირებს დარჩენას.
ფრანგ ფეხბურთელს კატალონიურ გრანდთან ხელშეკრულება 2024 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, თუმცა ამ ზაფხულს მისი გამოსყიდვა 50 მილიონად არის შესაძლებელი.
"ბარსელონას ჩემი კონტრაქტის 2027 წლამდე გახანგრძლივება უნდა. ჩემი აგენტი მათთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.
აქ ბედნიერი ვარ და დარჩენა მინდა." - ციტირებს ფრანგ ფეხბურთელს ფაბრიციო რომანო.