ავტორიზაცია

პარტეიმ შესაძლოა არსენალი დატოვოს

პარტეიმ შესაძლოა არსენალი დატოვოს
თარიღი 18 Jun 2023, 15:55
"არსენალის" განელმა ნახევარმცველმა ტომას პარტეიმ შესაძლოა კლუბი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს დატოვოს.

ჟურნალისტ ფაბრიციო რომანოს თქმით, ნახევარმცველის მიმართ ინტერესს სხვადასხვა კლუბები იჩენენ.

ფეხბურთელს "მეთოფეებთან" მოქმედი კონტრაქტი 2025 წლის ივნისში ეწურება და გახანგრძლივების მოლაპარაკებები დღემდე არ დაწყებულა.

შეგახსენებთ, რომ თომას პარტი "მეთოფეებში" 2020 წლიდან თამაშობს, სადაც მადრიდის "ატლეტიკოდან" გადავიდა. 

გასულ სეზონში განელმა ყველა ტურნირზე 40 მატჩი ჩაატარა, რომელშიც სამი გოლი გაიტანა.