ავტორიზაცია

2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშგარე მდგომარეობის გამოსავლენ ახალ ტექნოლოგიას გამოიყენებენ

2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშგარე მდგომარეობის გამოსავლენ ახალ ტექნოლოგიას გამოიყენებენ
თარიღი 01 Jul 2022, 15:59

ფიფამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშგარე მდგომარეობის ნახევრად ავტომატური დადგენის სისტემას გამოიყენებს.

სტადიონის სახურავის ქვეშ დამონტაჟებული 12 სპეციალური კამერა თვალყურს მიადევნებს ბურთის პოზიციას და თითოეული ფეხბურთელის სხეულის ყველა ნაწილის 29 წერტილს.

იმ ბურთების შიგნით, რომლებითაც ყატარში გასამართ მუნდიალზე ითამაშებენ, სპეციალურ სენსორებს დაამონტაჟებენ.

ახალი ტექნოლოგიის წყალობით, არბიტრის ვიდეოასისტენტები ავტომატურად მიიღებენ შეტყობინებას იმის შესახებ, რომ ფეხბურთელი თანაგუნდელისგან გადაცემის მიღების დროს თამაშგარეშია.

ამის შემდეგ, VAR-ი შეამოწმებს მომენტს და სიტუაციის შესახებ მთავარ მსაჯს აცნობებს. გადაწყვეტილების დადასტურების შემდეგ სტადიონსა და ტრანსლაციაში ნაჩვენები იქნება ოფსაიდის ეპიზოდის 3D ანიმაცია.

როგორც აღინიშნება, ახალი ტექნოლოგიის დახმარებით, თამაშგარე მდგომარეობის გამოვლენას რამდენიმე წამი დასჭირდება.