ავტორიზაცია

"შეთანხმებას მივაღწიეთ", - ნაპოლის პრეზიდენტის განცხადება ოსიმენის მომავალთან დაკავშირებით

"შეთანხმებას მივაღწიეთ", - ნაპოლის პრეზიდენტის განცხადება ოსიმენის მომავალთან დაკავშირებით
თარიღი 19 Jun 2023, 21:35
„ნაპოლის“ პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა, ვიქტორ ოსიმენის მომავლის თაობაზე კომენტარი გააკეთა.

„ვიქტორ ოსიმენთან კონტრაქტის ორი წლით გახანგრძლივებაზე სიტყვიერ შეთანხმებას მივაღწიეთ.

იმ შემთხვევაში, თუ მივიღებთ დაუჯერებელ შემოთავაზებას, რომელზე უარის თქმაც შეუძლებელი იქნება, ჩვენ დავსხდებით და ერთად მივიღებთ კლუბისთვის საუკეთესო გადაწყვეტილებას.“, - ციტირებს დე ლაურენტისის სიტყვებს ფაბრიციო რომანო.

ამ ეტაპზე ოსიმენის გადაბირების მთავარ ფავორიტად „პსჟ“ სახელდება, რომელსაც არ სურს „ნაპოლის“ მიერ მოთხოვნილი 150 მილიონი ევროს გადახდა.