გვარდიოლა: "სიტის ან პსჟ-ს პრობლემა არ არის, თუ ბარსამ 3 ტრანსფერში 400 მილიონი დახარჯა"

მანჩესტერ სიტის მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ, ბარსელონას მძიმე ფინანსურ მდგომაორებაზე ისაუბრა.
"თუ მათ 3 ტრანსფერში 400 მილიონი ევრო დახარჯეს, ეს არც სიტის პრობლემაა და არც პარი სენ-ჟერმენის.
ეს მხოლოდ და მხოლოდ ბარსას ან მისი ხელმძღვანელების პრობლემაა, რომელიც გუნდს იმ დროში ედგა სათავეში.
ახლა, ჟოან ლაპორტა დიდ შრომას დებს სიტუაციის გამოსწორებაში." - აღნიშნა ესპანელმა.