ბაიერნის ვარიანტის მიუხედავად, კაილ უოკერი სხვა მოლაპარაკებებშიც აქტიურადაა ჩართული - ფაბრიციო რომანო
ბოლო ორი დღეა აქტიურად იწერება, რომ „მან სიტის" ინგლისელი მარჯვენა მცველი, კაილ უოკერი, მოლაპარაკებებს მიუნხენის „ბაიერნთან" აწარმოებს.
რეკორდმაისტერის გერმანელი მწვრთნელი თომას ტუხელი უოკერის ტრანსფერით პირადად არის დაინტერესებული და ფეხბურთელს „ალიანც არენაზე" გადაბარგებაზე ესაუბრა.
კლუბებს და ფეხბურთელს შორის სიტუაცია საკმაოდ სერიოზულადაა და უოკერი სამშობლოს დატოვებასა და გერმანიაში წასვლაზე სერიოზულად ფიქრობს.
თუმცა, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, „ბაიერნისთვის" ეს ტრანსფერი ჯერ განაღდებული საერთოდ არ არის. მეტიც, უოკერის აგენტები „სიტისთან" კონტრაქტის გახანგრძლივებაზე აწარმოებენ მოლაპარაკებებს და შეთანხმება არც ისე შეუძლებელი ჩანს.
შესაბამისად, მაშინ როდესაც თითქოს ყველაფერი მზად იყო იმისთვის, რომ უოკერი „სიტიდან" უნდა წასულიყო, შესაძლოა ფეხბურთელმა „ეტიჰადზე" კიდევ უფრო დიდი ხნით გაჩერება გადაწყვიტოს.