დე ლაურენტისი მზადაა სპორტული დირექტორი გაუშვას
საჩემპიონო სეზონის შემდეგ "ნაპოლის" ხელმძღვანელობაში სერიოზული ცვლილებები იგეგმება.
მწვრთნელის ლუჩიანო სპალეტის გარდა, რომელმაც გუნდი ნანატრი სკუდეტომდე მიიყვანა, პარტენოპელთა ბანაკი შესაძლოა სპორტულმა დირექტორმა კრიშტიანო ჯუნტოლმაც დატოვოს.

ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, ნეაპოლის გუნდის ხელმძღვანელობის შეხვედრა უახლოეს დღეებში გაიმართება.
ცნობილია, რომ "ნაპოლის" პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ჯუნტოლის წასვლას გამოაცხადებს.
შეგახსენებთ, რომ კრიშტიანო ჯუნტოლი იტალიის მოქმედ ჩემპიონს 2015 წელს შეუერთდა. 2024 წლამდე კონტრაქტის მიუხედავად, ჯუნტოლი ახლოსაა ტურინის "იუვენტუსში" გადასვლასთან.