ფიფას რეიტინგი: რომელ ადგილზე გადაინაცვლა საქართველოს ნაკრებმა ორი ოფიციალური მატჩის შემდეგ?

ევრო 2024-ს საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ტურში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა თემურ ქეცბაიას კვიპროსთან სტუმრად მოგების (2:1) შემდეგ, მეორე მატჩში შოტლანდიის ნაკრებთან (0:2) დამარცხდა.
კვიპროსთან გამარჯვების შემდეგ ვილი სანიოლის გუნდს 9.40 კოეფიციენტი მოემატა და რეიტინგში 77-დან 75-ე პოზიციით დაწინაურდა.

შოტლანდიის ნაკრებთან მარცხის შემდეგ საქართველოს ნაკრებს 8.11 კოეფიციენტი მოაკლდა და ამ მომენტისთვის რეიტინგში 78-ე ადგილს იკავებს. ამრიგად, განახლებულ რეიტინგში ერთი პოზიციით დავქვეითდებით.
