ავტორიზაცია

"ქართველები ზედმეტად აღელდნენ" - მაკტომინაი მატჩის შემდეგ

"ქართველები ზედმეტად აღელდნენ" - მაკტომინაი მატჩის შემდეგ
თარიღი 21 ივნ 2023, 11:40
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრები შოტლანდიას დაუპირისპირდა და 0:2 დამარცხდა.

მატჩის შემდეგ კომენტარი შოტლანდიელთა ერთ-ერთმა ლიდერმა სკოტ მაკტომინაიმ გააკეთა.

"თავიდანვე ვამბობდით, რომ ასეთ მოედანზე თამაში არ გვსურდა, თუმცა როცა ჩვენ გოლი გავიტანეთ, მეტოქე მაშინ გააქტიურდა.

ქართველები ზედმეტად აღელდნენ, ჩვენ კი საქმეს ისე მივუდექით, როგორც საჭირო იყო და ჩვეულებრივად ვითამაშეთ.

დიდი მადლობა გულშემატკივრებს, რომლებმაც ამდენი ხანი ითმინეს და სტადიონზე დარჩნენ, ეს ნამდვილად დასაფასებელია", - განაცხადა მაკტომინაიმ.