ფაბრიციო რომანო: ტოტენჰემი გიორგი მამარდაშვილს დაუკავშირდა
ავტორიტეტული იტალიელი ჟურნაკისტის ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ლონდინის "ტოტენჰემმა" გიორგი მამარდაშვილის მიმართ ინტერესი განაახლა.
წყაროს ცნობით, სპურსის პრიორიტეტად დავიდ რაია რჩება, რომელთანაც კონტრაქტის პირად პირობებზე შეთანხმებას უკვე მიაღწია.
თუმცა, ლონდონური გუნდისთვის პრობლემა ფეხბურთელის სატრანსფერო ფასია, "ბრენტფორდი" ესპანელის სანაცვლოდ 40 მილიონ ევროს ითხოვს.
აღსანიშნავია, რომ სპურსი გარიგების პირობების გასაცნობად გიორგი მამარდაშვილს დაუკავშირდა.