ავტორიზაცია

ლონდონის ჩელსიმ მაუნტზე კიდევ ერთი შეთავაზება უარყო

ლონდონის ჩელსიმ მაუნტზე კიდევ ერთი შეთავაზება უარყო
თარიღი 21 Jun 2023, 16:21
"მანჩესტერ იუნაიტედი" ლონდონის "ჩელსიდან" ნახევარმცველის მეისონ მაუნტის ყიდვის მცდელობებს განაგრძობს.

ჟურნალისტ დევიდ ორნშტეინის ინფორმაციით, "წითელმა ეშმაკებმა" ფეხბურთელის სანაცვლოდ 56 მილიონი ევრო შესთავაზება გააკეთეს, ბონუსების ჩათვლით. თუმცა, "ჩელსიმ" კიდევ ერთხელ უარყო შეთავაზება.

ლურჯებს მხოლოდ 70 მილიონ ევროზე მეტის სანაცვლოდ სურთ მაუნტის გაშვება, მიუხედავად იმისა, რომ ნახევარმცველს კონტრაქტი მხოლოდ ერთ წელიწადში ეწურება.