ნაპოლიმ ოსიმენის ფასი გაზარდა - მისით ოთხი გუნდი ინტერესდება
Le Parisien-ის ინფორმაციით, „ნაპოლიმ“ ვიქტორ ოსიმენთან ახალი კონტრაქტის შეთანხმების შემდეგ, მისი ფასი გაზარდა.
რამდენიმე დღის წინ, აურელიო დე ლაურენტისმა განაცხადა, რომ ნიგერიელ ფორვარდთან ახალ კონტრაქტზე სიტყვიერ შეთანხმებას მიაღწიეს და მის გაყიდვაზე მხოლოდ გიჟური შემოთავაზების შემთხვევაში დაფიქრდებიან.
როგორც ხსენებული წყარო წერს, „ნაპოლი“ გუნდის ერთ-ერთ ლიდერს 180 მილიონ ევროდ აფასებს და მხოლოდ ამ თანხის სანაცვლოდ არის მზად, რომ წელსვე შეელიოს.
ოსიმენის მსურველებს შორის „პსჟ“, „ჩელსი“, „მანჩესტერ იუნაიტედი“ და „ბაიერნი“ სახელდებიან.