ავტორიზაცია

კეინი ოცნებაზე უარს არ ამბობს - ცნობილია, რა შემთხვევაში განაახლებს მანჩესტერი ტოტენჰემთან მოლაპარაკებებს

კეინი ოცნებაზე უარს არ ამბობს - ცნობილია, რა შემთხვევაში განაახლებს მანჩესტერი ტოტენჰემთან მოლაპარაკებებს
თარიღი 21 Jun 2023, 22:47
ინგლისელი ფორვარდი ჰარი კეინი იმედოვნებს, რომ ამ ზაფხულს „ტოტენჰემიდან“ „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადასვლას მოახერხებს.

Daily Mail-ის ინფორმაციით, თავდამსხმელს იმედი აქვს, რომ „მანჩესტერ იუნაიტედი“ მოლაპარაკებებს განაახლებს, თუ „ტოტენჰემის“ პრეზიდენტი დანიელ ლევი მის ფასს შეამცირებს. ამჟამად, მას კეინის სანაცვლოდ, რომელსაც კონტრაქტი გაისად ეწურება, 100 მილიონი ფუნტის მიღება სურს.

„იუნაიტედის“ პოზიცია კატეგორიულია: კლუბი ამხელა თანხის ერთი წლის გამო გადახდას ნამდვილად არ აპირებს, მითუმეტეს, რომ ივლისში კეინი 30 წლის გახდება. ამჟამად, „ეშმაკებმა“ მოლაპარაკებები შეწყვიტეს და ყურადღება „ატალანტას“ ფორვარდზე, რასმუს ჰეილუნდზე გადაიტანეს.

თუ კეინის ფასი დაახლოებით 80 მილიონ ფუნტამდე შემცირდება, მაშინ „იუნაიტედი“ შესაძლოა მოლაპარაკებების მაგიდას კვლავ დაუბრუნდეს, რადგან ერიკ ტენ ჰაგისთვის ინგლისის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი - პრიორიტეტული სამიზნეა.

„იუნაიტედის“ გარდა, ფეხბურთელზე პრეტენზიას „პარი სენ-ჟერმენი“ და მადრიდის „რეალი“ აცხადებდნენ, თუმცა ამ უკანასკნელმა ინგლისელზე უარი თქვა, რადგან კილიან მბაპეს ტრანსფერზე აპირებს მუშაობას.