ოფიციალურად: იუვენტუსმა არკადიუშ მილიკი მარსელიდან გამოისყიდა
„იუვენტუსმა" „მარსელის" პოლონელი ფორვარდის, არკადიუშ მილიკის გამოსყიდვის გადაწყვეტილება მიიღო.
გასული სეზონი მილიკმა ტურინულ კლუბში იჯარით იმყოფებოდა და 39 მატჩში 9 გოლის გატანა მოახერხა.
როგორც ჩანს, ხელმძღვანელობისთვის ეს საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ფეხბურთელი გამოისყიდონ და სრულფასოვანი კონტრაქტი გაუფორმონ.
„იუვეს" ოფიციალური ვებ-გვერდის ინფორმაციით, მილიკმა გუნდთან ხელშეკრულება 2026 წლამდე გააფორმა, მისი ტრანსფერი გუნდს 6.3 მილიონი ევრო დაუჯდა.
მომდევნო სამი წლის მანძილზე, სხვადასხვა ბონუსების გათვალისწინებით, „იუვეს" „მარსელისთვის" კიდევ 1.1 მლნ ევრო ექნება გადასახდელი.