ოფიციალურად: ედინ ჯეკო კარიერას თურქეთის სუპერლიგაში გააგრძელებს
„მან სიტის", „რომას" და „ინტერის" ყოფილი ფორვარდი, ედინ ჯეკო, კარიერას თურქულ „ფენერბაჰჩეში" გააგრძელებს.
თურქულმა კლუბმა დღეს ოფიციალურად დაადასტურა, რომ ბოსნიელი თავდამსხმელი სტამბოლში ტრანსფერის დახურვისთვის ჩაფრინდება.
სეზონის ბოლოს ჯეკოს „ინტერთან" კონტრაქტი დაუმთავრდა და ფეხბურთელი თურქეთში თავისუფალი აგენტის სტატუსით წავიდა.
გავრცელებული ინფორმაციით, 37 წლის თავდამსხმელი „ფენერთან" კონტრაქტს 2025 წლამდე გააფორმებს, მისი წლიური ხელფასი კი 5 მილიონი ევრო იქნება.