ავტორიზაცია

პსჟ-მ მბაპეს მკაცრი ულტიმატუმი წაუყენა

პსჟ-მ მბაპეს მკაცრი ულტიმატუმი წაუყენა
თარიღი 22 Jun 2023, 18:14
კილიან მბაპემ "პსჟ"-ს შეატყობინა, რომ კონტრაქტის გახანგრძლივების ვარიანტის გააქტიურებას არ აპირებს. 

ამრიგად, ერთ წელიწადში ფორვარდს შეუძლია პარიზული გუნდიდან თავისუფალი აგენტის სტატუსი წავიდეს. 

PSG Community-ის ცნობით, ოთხშაბათს მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა მბაპეს წარმომადგენლებსა და ყატარის ემირის წარმომადგენელს შორის.

ამასთან, "პსჟ"-ს მფლობელებმა 24 წლის ფეხბურთელს მკაცრი ულტიმატუმი წაუყენეს: ან მბაპე გაახანგრძლივებს კონტრაქტს ვარჯიშის განახლებამდე, ან ის ამ ზაფხულს გაიყიდება.

შეგახსენებთ, რომ კილიან მბაპემ ასევე განაცხადა, რომ 2023/2024 წლების სეზონის გატარებას "პსჟ"-ში გეგმავს.