"საკმარისი საკვები არ გვქონდა", - რონალდუს დამ აღიარა, რომ კრიშტიანუ შეიძლებოდა არც დაბადებულიყო
კრიშტიანუ რონალდუს დამ აღნიშნა, რომ ფეხბურთელი შეიძლებოდა არც დაბადებულიყო, რადგან დედა აბორტის გაკეთებას აპირებდა.
„კრიშტიანუ დაიბადა მაშინ, როცა არ უნდა დაბადებულიყო. დედა დოლორეშს შეიძლებოდა აბორტი გაეკეთებინა - საჭმელი ცოტა გვქონდა, ბევრი შრომა იყო საჭირო და ზოგჯერ ის, რაც გვქონდა, ამდენი ადამიანის დასაპურებლად საკმარისი არ იყო.
საბოლოოდ, ის ბოლო მომენტში რაღაცამ შეაჩერა და ბავშვი მაინც დაიბადა. 39 წლის წინ, დედამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო. ყველას და ყველაფრის წინააღმდეგ. საბედნიეროდ, ის მაინც გაჩნდა.“, - წერს კატია ავეირუ ინსტაგრამზე.

საბოლოოდ, პორტუგალიელი ბიჭუნა სახელად კრიშტიანუ რონალდუ დოს სანტოშ ავეირუ მსოფლიოს 1985 წლის 5 თებერვალს მოევლინა.