ინტერმა ასპილიკუეტას ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებები დაიწყო
"ჩელსის" მცველი სეზარ ასპილიკუეტა შესაძლოა მილანის "ინტერში" გადავიდეს.
33 წლის ფეხბურთელი "ნერაძურის" სატრანსფერო მიზნების სიაშია. როგორც ინსაიდერი ფაბრიციო რომანო Sky Sport-ზე დაყრდნობით იტყობინება, სერია A-ს გუნდმა ესპანელზე "ჩელსისთან" მოლაპარაკებები უკვე გამართა.
სეზარ ასპილიკუეტა ლონდონურ კლუბში 2012 წლიდან თამაშობს. ესპანწლმა მცველმა საერთო ჯამში "ჩელსის" შემადგენლობაში 508 მატჩი ჩაატარა.

ფეხბურთელს მოქმედი შრომითი კონტრაქტი მომავალ ზაფხულს ეწურება.