ჩელსის მფლობელებმა ფრანგული კლუბი იყიდეს
BlueCo-მ, ამერიკულმა კონსორციუმმა, რომელიც ლონდონის "ჩელსის" ფლობს, ფრანგული კლუბი "სტრასბურგი" იყიდა.
თუმცა, ამ კლუბის ხელმძღვანელად "სტრასბურგის" მოქმედი პრეზიდენტი მარკ კელერი დარჩება, ის კლუბს 2012 წლიდან ხელმძღვანელობს.
BlueCo-ს ხელმძღვანელობამ "სტრასბურგის" შეძენას უწოდა "სტრატეგიული ნაბიჯი, რომელიც აძლიერებს მის ყოფნას ევროპულ ფეხბურთში".