ავტორიზაცია

ალ-ჰილალი მზად არის ბერნარდო სილვას უზარმაზარი ხელფასი შესთავაზოს

ალ-ჰილალი მზად არის ბერნარდო სილვას უზარმაზარი ხელფასი შესთავაზოს
თარიღი 23 ივნ 2023, 11:31
მანჩესტერ "სიტის" ნახევარმცველი ბერნარდო სილვა შესაძლოა "ალ ჰილალში" გადავიდეს.

საუდის არაბული კლუბი 28 წლის ფეხბურთელისთვის "პარი სენ-ჟერმენთან" ერთად იბრძვის. 

ჟურნალისტ ჯეკ გაგანის თქმით, "ალ-ჰილალი" მზადაა პორტუგალიელ ვარსკვლავს ერთი სეზონში 75 მილიონ ფუნტზე მეტი (დაახლოებით 87 მილიონი ევრო) გადაუხადოს.

ბერნარდო სილვას მოქმედი კონტრაქტი მანჩესტერ "სიტისთან" 2025 წლამდეა გათვლილი.

გასულ სეზონში სილვამ 55 მატჩი ჩაატარა, შვიდი გოლი გაიტანა და რვა საგოლე გადაცემა გააკეთა.