ნეიმარს შესაძლოა 1 მილიონი ევროს გადახდა დაეკისროს
![ნეიმარს შესაძლოა 1 მილიონი ევროს გადახდა დაეკისროს](http://storage.goal.ge/uploads/posts/U26utYOAQoWbto7Yxb6InU03kp9LkURW.jpg)
ბრაზილიის ნაკრებისა და "პარი სენ-ჟერმენის" ვარსკვლავს, ნეიმარს შესაძლოა ჯარიმა დაეკისროს. ამის შესახებ გამოცემა Lequipe-ის იუწყება.
როგორც წყაროსთვის გახდა ცნობილი, ეკოლოგიური დარღვევების გამო მოთამაშეს დიდი ფულადი ჯარიმა ემუქრება.
როგორც წყაროსთვის გახდა ცნობილი, ეკოლოგიური დარღვევების გამო მოთამაშეს დიდი ფულადი ჯარიმა ემუქრება.
რიო დე ჟანეიროში ნეიმარის სასახლეში სამუშაოები მიმდინარეობდა, რასაც სერიოზული დარღვევები მოჰყვა.
მუშებს ბრალად ედებათ ხელოვნური ტბის მომარაგებისთვის მდინარიდან წყლის უნებართვო აღება და წყლის დინების შეერთება. გარდა ამისა, პლაჟის ქვიშა უკანონოდ გამოიყენებოდა.
ჯარიმის ოდენობა დაახლოებით ერთი მილიონი ევრო იქნება.
ჯარიმის ოდენობა დაახლოებით ერთი მილიონი ევრო იქნება.