ავტორიზაცია

ვინ დაიცავს საქართველოს 21-წლამდე ნაკრების კარს მომდევნო მატჩში?

ვინ დაიცავს საქართველოს 21-წლამდე ნაკრების კარს მომდევნო მატჩში?
თარიღი 23 Jun 2023, 14:56
ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე მატჩს საქართველოს ნაკრები ბელგიის წინააღმდეგ გამართავს.

მატჩისწინა პრესკონფერენციაზე, ჩვენი ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ დაადასტურა, რომ ბელგიასთან მატჩში კარს გიორგი მამარდაშვილი დაიცავს.

მოგეხსენებათ, პორტუგალიასთან მოგებულ შეხვედრაში კარში ლუკა კუტალაძე იდგა, რომელიც დამაჯერებელი იყო და კარიც მშრალად შეინახა.

რაც შეეხება მამარდაშვილს, მან 'ვალენსიაში" გასულ სეზონში ყველა მატჩი ითამაშა, საქართველოს ნაკრებთან ერთად 2 მატჩი ჩაატარა და ახლა მზადაა, 21-წლამდელთა კარი დაიცვას.