ავტორიზაცია

BREAKING: უარი მილანს - მარკუს ტურამმა სასურველი კლუბი შეარჩია

BREAKING: უარი მილანს - მარკუს ტურამმა სასურველი კლუბი შეარჩია
თარიღი 23 Jun 2023, 23:47
მიუნხენგლადბახის „ბორუსიას“ ფრანგმა ფორვარდმა, მარკუს ტურამმა, კარიერის გაგრძელების სასურველი ვარიანტი შეარჩია.

Foot Mercato-ს ჟურნალისტის, სანტი აუნას ინფორმაციით, 25 წლის თავდამსხმელი კარიერას მილანის „ინტერში“ გააგრძელებს.

ფეხბურთელზე პრეტენზიას „პსჟ“, „მილანი“, „ლაიპციგი“ და „ინტერი“ აცხადებდნენ და მან არჩევანი ამ უკანასკნელზე შეაჩერა.

სეზონის ბოლოს ლეგენდარული ლილიამ ტურამის შვილს „გლადბახთან“ კონტრაქტი ამოეწურა და ის თავისუფალი აგენტი გახდა, შესაბამისად ნებისმიერ გუნდში გადასვლა უფასოდ შეუძლია.

ედინ ჯეკოს გაშვების შემდეგ, „ინტერს“ ფორვარდი სასწრაფოდ დასჭირდა, ისინი ტურამს დაუკავშირდნენ და მათთან გადასვლაზე მალევე დაიყოლიეს.

ჯერჯერობით ტრანსფერის სრული დეტალები ცნობილი არ არის.