ავტორიზაცია

რომამ დანიელ მცველთან შეთანხმებას მიაღწია

რომამ დანიელ მცველთან შეთანხმებას მიაღწია
თარიღი 25 ივნ 2023, 14:15
"ლიდსის" მცველი რასმუს კრისტენსენი იტალიის ლიგაში გადასვლასთან ახლოსაა. 

ინსაიდერის ფაბრიციო რომანოს თქმით, "რომა" 25 წლის ფეხბურთელის ახალი კლუბი გახდება.

დანიელმა მცველმა რომაულ კლუბთან მოლაპარაკება გამართა და "რომას" შრომითი ხელშეკრულების პირობები შეუთანხმა. 

ტრანსფერის პირობებთან დაკავშირებით "რომა" ახლა კომუნიკაციას "ლიდსთან" გადის.

გასულ სეზონში მცველმა ყველა ტურნირზე 30 მატჩში მიიღო მონაწილეობა, სამი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა გააკეთა.