ავტორიზაცია

შეთანხმება შედგა: ბროზოვიჩი საუდის არაბეთში ითამაშებს

შეთანხმება შედგა: ბროზოვიჩი საუდის არაბეთში ითამაშებს
თარიღი 25 ივნ 2023, 15:17
"ინტერი" და საუდის არაბეთის "ალ-ნასრი" მარსელო ბროზოვიჩის ტრანსფერზე შეთანხმდნენ.

ჟურნალისტ ჯანლუკა დი მარციოს თქმით, ორშაბათს კლუბებმა გარიგება ოფიციალურად უნდა დახურონ. "ალ-ნასრი" "ინტერს" დაახლოებით 23 მილიონ ევროს გადაუხდის.

ბროზოვიჩი, საუდის არაბეთის კლუბთან კონტრაქტით, წელიწადში 20 მილიონ ევროს მიიღებს. სავარაუდოდ ხორვატთან 3 წლიანი ხელშეკრულება გაფორმდება.

ხორვატს "ინტერთან " კონტრაქტი 2026 წლამდე იყო გათვლილი, რომლის მიხედვითაც იგი წელიწადში 12 მილიონ ევროს გამოიმუშავებდა.

ბროზოვიჩმა გასულ სეზონში "ინტერში" 40 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა, 6 საგოლე გადაცემა გააკეთა.