ავტორიზაცია

გაგნიძე მძიმე ტრავმას გადაურჩა - როდის დაუბრუნდება ნახევარმცველი მოედანს?

გაგნიძე მძიმე ტრავმას გადაურჩა - როდის დაუბრუნდება ნახევარმცველი მოედანს?
თარიღი 25 Jun 2023, 18:28
გუშინ, საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები ბელგიის ნაკრებს დაუპირისლირდა და 2:2 ითამაშა.

მატჩისას მიღებული ტრავმის გამო ნიკა გაგნიძემ მოედანი ნაადრევად დატოვა.

თავდაპირველად ეჭვი ჯვარედნი მყესის გაწყვეტაზე არსებობდა, რაც მძიმე ტრავმაა და შესაბამისად ხანგრძლივი პერიოდის გამოტოვებას ნიშნავდა, თუმცა გამოკვლევებმა აღნიშნული საბედნიეროდ არ დაადასტურა. 

გაგნიძის მდგომარეობის დიაგნოსტირებისთვის დამატებითი კვლევები ჩაუტარდება და ამის შემდეგ გახდება ცნობილი თუ როდის დაუბრუნდება იგი სავარჯიშო პროცესს. 

ამის შესახებ გორის "დილას" ოფიციალური ფეისბუქ გვერდი იტყობინება.